რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ივანოვი თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილს კი, მისი ყოფილი მოადგილე, ანტონ ვაინო დაიკავებს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
პრეზიდენტის ბრძანებულება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პუტინის გადაწყვეტილებით, სერგეი ივანოვი ეკოლოგიის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე იქნება. სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა.