logo_geo
eng_logo
აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
- +

4 მაისი. 2022. 21:56

 

 

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. ჯამში, ტრენინგების შედეგად სასტუმროების 50 თანამშრომელი გადამზადდება.

 

წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განრიგი განთავსებულია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე serviceajara.ge. მათში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს დარეგისტრირება ონლაინ შეუძლიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner