logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი: მტერმა განაახლა შეტევა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, წარმატება არ აქვთ
- +

4 მაისი. 2022. 22:24

 

 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაცით, რუსეთის ძალები „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევას ახორციელებენ, თუმცა წარმატება არ აქვთ. ინფორმაცია გენშტაბის Facebook-ზე გამოქვეყნდა და ადგილობრივი დროით 18:00 საათზე არსებულ ვითარებას ასახავს.

 

„გრძელდება მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებისა და განადგურების მცდელობები. ცალკეულ რაიონებში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატება არ აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედროებმა ორდღიანი უწყვეტი შტურმის შემდეგ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს. დავით არახამია ადასტურებს, რომ უკრაინულმა მხარემ „აზოვსტალში“ მყოფ მებრძოლებთან კავშირი დაკარგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner