უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაცით, რუსეთის ძალები „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევას ახორციელებენ, თუმცა წარმატება არ აქვთ. ინფორმაცია გენშტაბის Facebook-ზე გამოქვეყნდა და ადგილობრივი დროით 18:00 საათზე არსებულ ვითარებას ასახავს.
„გრძელდება მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებისა და განადგურების მცდელობები. ცალკეულ რაიონებში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატება არ აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედროებმა ორდღიანი უწყვეტი შტურმის შემდეგ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს. დავით არახამია ადასტურებს, რომ უკრაინულმა მხარემ „აზოვსტალში“ მყოფ მებრძოლებთან კავშირი დაკარგა.