logo_geo
eng_logo
სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას ვერ მიიღებს
- +

4 მაისი. 2022. 23:49

 

 

სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კაროლ გალეკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაეთანხმება ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ.

 

მისი თქმით, სლოვაკეთი არ არის სანქციების წინააღმდეგ და სურს დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ზომებს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, რომ სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის.

 

გალეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება დააზარალებს არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის ენერგომომარაგებასაც.

 

„ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ ეკონომიკას“, - აღნიშნა მან.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა მოხდეს.

 

სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner