logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შეხვედრაზე. ბუნებრივია, ჩვენ გონივრულ ვადაში ვუპასუხებთ
- +

5 მაისი. 2022. 00:30

 

 

“იუსტიციის სამინისტრო გონივრულ ვადებში გასცემს პასუხს შეთავაზებას შეხვედრის შესახებ, რომლითაც მას ომბუდსმენმა და იმ სამედიცინო ჯგუფმა მიმართა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა”-  ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შეხვედრაზე. ბუნებრივია, ჩვენ გონივრულ ვადაში ვუპასუხებთ. იმიტომ რომ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვინდოდა წერილობით პასუხები მიგვეღო, მაგრამ მათ შეცვალეს სცენარი, შემოგთავაზეს შეხვედრა წერილობითი პასუხების ნაცვლად. ამის შესახებ იმსჯელებს სამედიცინო დეპარტამენტი და ძალიან გონივრულ ვადებში დავუბრუნებთ [პასუხს]“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

ომბუდსმენი და სამედიცინო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო კონსილიუმის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მსჯელობისთვის შეხვედრას სთავაზობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner