5, 6 და 7 მაისს რუსეთი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის. ამის შესახებ რუსეთის რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები 5, 6 და 7 მაისს მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის (პერსონალი, ქალები და ბავშვები) ევაკუაციის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.