logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დასაბუთებული დასკვნების საფუძველზე მიღებული ექიმების რეკომენდაციები შესრულდეს
- +

5 მაისი. 2022. 00:38

 

 

“სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გავუგზავნეთ რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც გვინდა რომ მივიღოთ პასუხი. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ეს პასუხები არ მიუღია”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ესაჭიროებოდათ. როდესაც საუბარი იყო ალბუმინის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ანალიზი რომლის საფუძველზეც ეს პარამეტრი ნორმაშია ხელმისაწვდომი იყო სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისთვის. სახალხო დამცველს მივმართეთ შეკითხვებით იმისთვის, რომ თუ არსებობს რაიმე პრობლემა დაიგეგმოს სწორი მკურნალობა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ პასუხში ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დასმული შეკითხვები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას. მინდა ვთქვა, რომ ეს შეკითხვები არ დაუსვამ იუსტიციის მინისტრს.ეს შეკითხვები დასვეს ექიმებმა. მე არ ვარ ექიმი და მე არ შევალ სამედიცინო დისკუსიაში. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დასაბუთებული დასკვნების საფუძველზე მიღებული ექიმების რეკომენდაციები შესრულდეს, როგორც ეს კეთდებოდა ყოველთვის, როგორც სააკაშვილთან, ასევე ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში“, -განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner