უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დახმარება სთხოვა „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის.
„ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც იქ რჩებიან, საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია. ვითხოვთ თქვენს დახმარებას მათ გადარჩენაში“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.