logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებაზე არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექიმებმა უნდა იმსჯელოს
- +

5 მაისი. 2022. 01:30

 

 

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის თემაზე არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექიმებმა უნდა იმსჯელონ. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„როდესაც ვინმე საუბრობს საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც ერთი სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი არ ამბობენ, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. არავინ საუბრობს ამის შესახებ. საქართველოში ძალიან ბევრი დაავადება იკურნება. სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც ეს ხალხი ისახავს. ამიტომ, მოდით ჯერ ექიმებს ვკითხოთ და მერე გადავწყვიტოთ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ ადამიანის მიმართ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner