logo_geo
eng_logo
ვატო შაქარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უახლეს ისტორიაში, უდიდესი ქველმოქმედია! მოცემულ ვითარებაში კი, - მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი!
- +

5 მაისი. 2022. 11:48

 

 

„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„საქართველოს ზოგიერთი „დაუძინებელი მეგობარი“ ვერ გვპატიობს, რომ მშვიდობა გვინდა და არა საზარბაზნე ხორცად გადაქცევა.

 

მათ მინდა ვუთხრა მარტივად: ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, სააკაშვილი ყველაზე პირსისხლიანი დამნაშავეა! აწმყოში, ის ომის ინსტრუმენტია! მისი გათავისუფლება, სამართლიანობის დასამარებას და ქვეყნის არევას ნიშნავს!

 

ბიძინა ივანიშვილი უახლეს ისტორიაში, უდიდესი ქველმოქმედია! მოცემულ ვითარებაში კი, ქართველ ხალხთან ერთად მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი! მისი დასანქცირება, ქველმოქმედების დასჯას ნიშნავს! მიზნად ისახავს, არა პერსონალურად ივანიშვილისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას, არამედ საქართველოს ომში ჩათრევას!

 

ვინც ამ ორი აქტის განხორციელებას ითხოვს, ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩემი მტერია, გინდ ეგვიპტელი იყოს და გინდ ვენეციელი… გინდ ამერიკელი და გინდ უკრაინელი!!!“ - წერს ვატო შაქარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner