logo_geo
eng_logo
„ფსევდოლიბერალებმა აიშვეს!“ - გიორგი კანდელაკი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს
- +

8 მარტი. 2016. 14:06



საზოგადოება „გორელების" თავმჯდომარე, მსოფლიო ჩემპიონი კრივში გიორგი კანდელაკი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. როგორც კანდელაკმა გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, არ არის გამორიცხული, საზოგადოება „გორელები", სადაც 16 ათასი კაცია გაწევრიანებული, პარტიად გადაკეთდეს.


„ფსევდოლიბერალებმა აიშვეს - ყველა იმ ტრადიციის მოსპობა სურთ, რამაც დღემდე მოიყვანა საქართველო. ქართული ოჯახის განადგურება უნდათ. ეგენი თუ მიუშვი, ერთსქესიანთა ქორწინებასაც დაკანონებენ. არ შემიძლია, შორიდან ვუყურო, როგორ ირყვნება და ნადგურდება ეს ქვეყანა.

 

ყველა უბედურება, რაც ევროპაში ხდება, მერე ჩვენთან გადმოდის და მის დამკვიდრებას აქ ცდილობენ... ამათ აქვთ საქართველოს, ქართველი ხალხის გადაჯიშების გეგმა.

 

საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა - რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, დანარჩენი 80% კი - ამერიკას", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner