logo_geo
eng_logo
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
- +

12 აგვისტო. 2016. 17:30


 

საქართველოს პროკურატურა დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე გამოსაძიებლად  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

 

„2016 წლის 8 აგვისტოს, შ... სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

 

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner