logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ქალბატონო დეგნან, მგონი, დროა, ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვათ და საზოგადოების უმრავლესობას კონკრეტულად გასცეთ პასუხები
- +

5 მაისი. 2022. 14:24

 

 

„ბევრი კითხვები იბადება, ქალბატონო ელჩო, როდესაც თქვენ სახელმწიფოს იყენებენ ქვეყნის წნეხზე სასაუბროდ, სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებისას, კონკრეტული პატიმრის პრივილეგირების მცდელობისას, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს როლის განსაზღვრისას“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, იმედია, აშშ-ის პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს.

 

„რა ვადამდელი არჩევნები და სამხედრო ბაზა?... მოკლედ, ეს 2%-იანი პარტიები წავლენ აშშ-ში და მერე ათას სისულელეს ამბობენ; ვისაუბრეთ ვადამდელ არჩევნებზე, სამხედრო ბაზის განთავსებაზე და უამრავ საკითხებზეო, რომელი საკითხების გადაწყვეტაშიც ამერიკა დაგვეხმარებაო.(შინაარსი ეს აქვთ ყველას). მერე ქალბატონი ლომჯარია გამოდის და სააკაშვილის, როგორც განსაკუთრებული პატიმრის მომავალზე გვესაუბრება, თან აშშ-ის პოზიციებს იშველიებს ამ თემაზე სასპეკულაციოდ... ქალბატონო კელი დეგნან, მგონი დროა, ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვათ და საზოგადოების უმრავლესობას კონკრეტულად გასცეთ პასუხები, თუ რა განწყობებზე, გადაწყვეტილებებზე და ხელისშეწყობაზე საუბრობენ ეს ადამიანები? - რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნების თემის წამოწევა მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო აქტორმა აღიარა ლეგიტიმურობა? - როგორ შეიძლება პატიმარ სააკაშვილის განსაკუთრებულობაზე საუბარი, როდესაც სასამართლო ინსტანციებს კონკრეტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული? - რა სამხედრო ბაზებზეა საუბარი? და კონკრეტულად უნდა ჩაერთოს, თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, რა პოზიცია აქვს აშშ-ს ამ საკითხთან?

 

ბევრი კითხვები იბადება, ქალბატონო ელჩო, როდესაც თქვენ სახელმწიფოს იყენებენ ქვეყნის წნეხზე სასაუბროდ, სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებისას, კონკრეტული პატიმრის პრივილეგირების მცდელობისას, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს როლის განსაზღვრისას... ეს კითხვები დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს... იმედია აშშ-ის პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner