logo_geo
eng_logo
კანში მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ
- +

12 აგვისტო. 2016. 17:35



საფრანგეთის ქალაქ კანში, მუსლიმ ქალებს პლაჟზე დახურული საცურაო კოსტუმით ყოფნა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.  მათივე ცნობით, შესაბამისი გადწყვეტილება კანის მერმა, დავიდ ლისნარმა მიიღო.


მისი განმარტებით, მუსლიმური დახურული საცურაო კოსტუმი - ე.წ. ბურკინი „ისლამური ექსტრემიზმის" სიმბოლოა და მან შესაძლოა, ფრანგულ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვიოს.


სანქციის თანახმად, აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში მუსლიმ ქალს 38 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა, საცურაო კოსტუმის შეცვლა ან პლიაჟის დატოვება მოუწევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner