ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გამოცხადებული კვდომის ქრონიკა.
7 თვეა, რაც სააკაშვილი ციხეში ზის და ამ 7 თვის განმავლობაში, ბევრი რომ არ ვთქვათ, 7-ჯერ მაინც კვდებოდა.
- მიშა კვდება! - აცხადებდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
- ციხეში შვილს მიკლავენ! - აცხადებდა სააკაშვილის დედა გიული ალასანია.
- თუ მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, მიშა ციხეში მოკვდება! - აცხადებდა სააკაშვილის ვექილი ნიკა გვარამია.
- საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში ფარმაკოლოგიური წამებით კლავენ! - აცხადებდა ცენტრ ,,ემპათიას“ პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი.
- მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ არის! - აცხადებდნენ სახალხო დამცველად წოდებული ლომჯარია და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები.
- ხალხო, ჩვენს პრეზიდენტს, ქართული სახელმწიფოს დამაარსებელს გვიკლავენ! -აცხადებდნენ ეკა ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე და სხვა ნაცქალები ციხეში სააკაშვილის ყოველი მონახულების შემდეგ.
- ჩემი საყვარელი ადამიანი პუტინის ტყვეობაში კვდება! - აცხადებდა სააკაშვილის ახალი ცოლი ლიზა იასკო.
სააკაშვილი კვდებოდა ციხეში; სააკაშვილი კვდებოდა გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში; სააკაშვილი კვდებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში; სააკაშვილი კვდებოდა, როცა შიმშილობდა და სააკაშვილი კვდებოდა, როცა შიმშილობის დროს ხბოს ღვიძლის პაშტეტსა და ნატურალურ ხილფაფებს შეექცეოდა.
ახლა სააკაშვილი ისევ კვდება, რადგან მისი სექტის წევრებმა და პატრონ-მყვარებლებმა ციხიდან მის გამოსაყვანად სხვა ვერაფერი მოიფიქრეს!
სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არც ამჯერად მოკვდება!“ - წერს ჯაბა ხუბუა.