logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე დეგნანის განცხადებაზე: „ქართველო პოლიტიკოსებო, გეყოთ მაიმუნობა და საქმეს მიხედეთო“
- +

5 მაისი. 2022. 18:54

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „დროა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის“.

 

„ვიცი, რომ ხშირად ქართული თარგმანი ზუსტად ვერ ასახავს ანგლო-საქსის მიერ მის მშობლიურ ენაზე ნათქვამის რეალურ შინაარსსა და პათოსს. მინდა დავიჯერო, რომ ეს ელჩის კეთილი სურვილის დემონსტრირებაა და არა დირექტივა, მაგრამ ფბ-გამოხმაურებები მოწმობს, რომ ხალხი ამას სწორედ დირექტივად აღიქვამს. ანუ, ქართველო პოლიტიკოსებო, გეყოთ მაიმუნობა და საქმეს მიხედეთო! ჰო, მართლა, დაგვიანებული „მოკითხვა“ #ISFED, წაიღეთ სტატუსი, „მტრების“ მამხილებელი მორიგი ჩეკისტური ოპუსისთვის გამოგადგებათ“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner