logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად
- +

5 მაისი. 2022. 18:57

 

 

„გია გაჩეჩილაძეს აქვს უფლება დასვას კითხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე კითხვებს ვერ გავიმეორებთ“, - ასე გამოეხმაურა სოზარ სუბარი გია გაჩეჩილაძის მიმართვას აშშ-ის ელჩის მიმართ. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში მომწიფებულია აზრი საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროების შესახებ. სუბარი ამბობს, რომ ეთანხმება გაჩეჩილაძეს ამ საკითხში და თვითონაც სიამოვნებით მოისმენდა განცხადებას, რომელიც ამ სიტყვების სიყალბეს დაადასტურებდა.

 

„რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოში როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, კანონიერად, და არანაირი მოწოდებები არ ყოფილა და ვერც იქნება შეერთებული შტატებისა თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. როდესაც შეერთებული შტატების ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების სახელით ასეთ განცხადებებს აკეთებს გიორგი ვაშაძე, სიამოვნებით მოვისმენთ განცხადებებს, რომლებიც ადასტურებს ამ სიტყვების სიყალბეს“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner