logo_geo
eng_logo
BBC: კრემლში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთს არ შეაჩერებს
- +

5 მაისი. 2022. 19:28

 

 

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა კარგად იცის, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ქვეყნები მუდმივად აწვდიან უკრაინელ სამხედროებს სადაზვერვო მონაცემებს.

„იარაღების ნაკადთან ერთად, რომელსაც ეს ქვეყნები აგზავნიან უკრაინაში, ეს არის ყველა ქმედება, რომელიც ხელს არ უწყობს [რუსეთის] ოპერაციის [უკრაინაში] სწრაფ დასრულებას. ეს ხელს არ შეუშლის რუსეთს მიზნების მიღწევაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პესკოვი გამოეხმაურა გაზეთ New York Times-ის ანგარიშს, რომ აშშ-მა უკრაინულ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც უკრაინულ ძალებს რუსი გენერლების ლიკვიდაციაში დაეხმარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner