logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც არასტაბილურობაზეა ორიენტირებული, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აზიანებს ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეკონომიკას
- +

5 მაისი. 2022. 20:28

 

 

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია უპირველეს ყოვლისა აისახება ეკონომიკაზე. თუ ქვეყანაში არ არის პოლიტიკურად სტაბილური ვითარება, ეს საერთო ჯამში ეკონიმიკას ურტყამს, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: 2020 წელს აირჩა პარლამენტი, მთავრობა. არც თუ დიდი ხნის წინ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. პრაქტიკულად ეს არჩევნები ლეგიტიმურია, რადგანაც აღიარა არა მარტო ქართულმა მხარემ, არამედ ეს დადასტურდა საერთაშორისო დონეზეც. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია კონსტიტუციური მოქმედება. ხოლო თუ რომელიმე სახელმწიფოს, თუნდაც აშშ-ს აქვს რამე პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში, სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს ერიდება შესაბამისი განცხადებების გაკეთებას და არც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. მე ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი კელი დეგნანის მიმართ და თუ აშშ-ს აქვს რამე პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში, ამის შესახებ ერთმნიშვნელოვნად იტყვის სახელმწიფო დეპარტამენტი ან მისი დავალებით აშშ-ის ელჩი. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც არასტაბილურობაზეა ორიენტირებული, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს აზიანებს ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის განვითარებას და რა თქმა უნდა, ეკონომიკას“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner