logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი უკრაინელებს: დაგეხმარებით თქვენი ქვეყნისა და თქვენი ეკონომიკის აღდგენაში
- +

5 მაისი. 2022. 20:33

 

 

ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე „უკრაინისთვის“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ქვეყნისა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

„მსურს იმედისა და გამხნევების გზავნილი გავუგზავნო ყველა უკრაინელს. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქვეყნისა და თქვენი ეკონომიკის აღდგენაში. აღდგება თქვენი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ბიზნესი. აღდგება უსაფრთხო და აყვავებული უკრაინის მომავალი. ეს არ არის მხოლოდ გრძელვადიანი თეორიული ხედვა. აღდგენა დღეს იწყება“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე „უკრაინისთვის“ 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა.

მაღალი დონის საერთაშორისო დონორთა კონფერენციას „უკრაინისთვის“ პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner