logo_geo
eng_logo
UNIAN: „აზოვის“ მეთაურის მოადგილე უარყოფს არესტოვიჩის განცხადებას, რომ ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს და აცხადებს, რომ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს
- +

5 მაისი. 2022. 20:35

 

 

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ რუსული ძალები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი ოკუპანტები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ: არავის არავინ განუდევნია. რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, - განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

4 მაისს, უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner