logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პატიმართან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული ესა თუ ის ინსტიტუცია, საქართველოს გადასაწყვეტია
- +

5 მაისი. 2022. 20:57

 

 

ოპოზიცია ვერ გამოვიდა რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივისა და დღის წესრიგისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პატიმართან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული ესა თუ ის ინსტიტუცია, საქართველოს გადასაწყვეტია.

„იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე პატიმართან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული ესა თუ ის ინსტიტუცია, საქართველოს გადასაწყვეტია და ეს არ შედის არცერთი ქვეყნის საელჩოს ან წარმომადგენლის გადაწყვეტილების სფეროში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები - სამი თემა, რომელსაც ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილი პერიოდულად ააქტიურებს და თან ირწმუნება, რომ მათ დღის წესრიგს ქვეყნის გარეთაც აქვს მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner