logo_geo
eng_logo
იაპონიის პრემიერი: უკრაინაში შეჭრა აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება განმეორდეს, თუ წამყვანი სახელმწიფოები არ იტყვიან, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს
- +

5 მაისი. 2022. 21:00

 

 

უკრაინაში შეჭრა აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება განმეორდეს, თუ წამყვანი სახელმწიფოები არ იტყვიან, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

„აღმოსავლეთ აზია ხვალ შესაძლოა უკრაინა გახდეს. ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა გადამწყვეტია არა მხოლოდ იაპონიის უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურობისთვისაც. იაპონია ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომ ტაივანის ირგვლივ არსებული საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა დიალოგის გზაზე გადის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner