logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციებს ამკაცრებს
- +

5 მაისი. 2022. 21:26

 

 

განათლების სამინისტრომ უსაფრთხო ექსკურსიებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. უწყება საჯარო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი, იკრძალება.

გარდა ამისა, ექსკურსიის დროს მოზარდები არ უნდა მოხვდნენ მდინარის და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ტერიტორიის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კილომეტრს. სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია ყველა საჯარო და კერძო სკოლას უკვე გაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner