„ვერანაირად გავიზიარებთ იმ რეკომენდაციებს თუ ზეპირ განცხადებებს, რომლებსაც არ აქვს საფუძველი, ამ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც სააკაშვილის მიმართ გაკეთდა, არ აქვს საფუძველი თუნდაც მის მიერვე შექმნილი საექსპერტო ჯგუფის დასკვნებიდან იმიტომ, რომ ექიმები სხვა რამეს ამბობენ, სახალხო დამცველი სხვა რამეს“, - განაცხადა უმრავლესობის წევმა სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ ეთერში.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, თუ ვინმეს უნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე, მათ უნდა მიმართონ თვითონ სააკაშვილს, რომ დაუჯეროს ექიმებს და დაუჯეროს იმ მკურნალობის წესს, რომელიც მათგან მოდის.
მისივე თქმით, კარგად ესმის შეერთებული შტატების ელჩის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ აი აქ უნდა დავსვათ წერტილი - მის ჯანმრთელობაზე ძალიან მკაფიო მონიტორინგია.
„საქართველოს შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერა აქვს და ეს არის გამოხატული ელჩის არა ერთ განცხადებაშიც, ისევე როგორც ძალიან მაღალი დონის პირების განცხადებებში შეერთებული შტატებიდან. რაც შეეხება სახალხო დამცველს, სახალხო დამცველის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ არის გამოხატული ყველა იმ რეზოლუციაში, რომელსაც იღებს პარლამენტი სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ და ამ მონიტორინგზე, ამ რეზოლუციების და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში, რასაც აკეთებს ხოლმე საქართველოს პარლამენტი. რაში გამოიხატება ეს, პირველ რიგში გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც მე ვიყავი სახალხო დამცველი ნებისმიერ ჩემს მოხსენებაზე პარლამენტის რეზოლუცია იყო ერთ წინადადებიანი - მოისმინა პარლამენტმა, მიიღო ცნობად და არანაირი შედეგი არ მოსდევდა მაშინ სახალხო დამცველის მოხსენებებს მაშინ, როდესაც დღეს თითქმის 80% რეკომენდაციებისა არის გაზიარებული პარლამენტის მიერ.
არის ეს რეკომენდაციები უკვე ასახული საპარლამენტო რეზოლუციაში და შესაბამისი რეკომენდაციები იგზავნება როგორც წესი აღმასრულებელი ხელისუფლების იმ სტრუქტურებში, რომელთა მიმართაც რეკომენდაციები აქვს საქართველოს სახალხო დამცველს და შემდეგ, წლის განმავლობაში, მრავალგზის ხდება მოსმენა, თუ როგორ სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ეს არის საქართველოს პარლამენტის მკაფიო ნება გამოხატული და მხარდაჭერა სახალხო დამცველის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, ვერანაირად გავიზიარებთ იმ რეკომენდაციებს თუ ზეპირ განცხადებებს, რომლებსაც არ აქვს თავის საფუძველი და ამ შემთხვევაში საფუძველი არ აქვს თუნდაც სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც სააკაშვილის მიმართ გაკეთდა არ აქვს საფუძველი თუნდაც მის მიერვე შექმნილი საექსპერტო ჯგუფის დასკვნებიდან იმიტომ, რომ ექიმები სხვა რამეს ამბობენ, სახალხო დამცველი სხვა რამეს ამბობს და მე ძალიან კარგად მესმის ქალბატონი ელჩის, რომელიც ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ უნდა შეექმნას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ აი აქ უნდა დავსვათ წერტილი.
მის ჯანმრთელობაზე არის ძალიან მკაფიო მონიტორინგი, ზედამხედველობა პირველ რიგში სასჯელაღსრულების სამსახურის ექიმების მხრიდან, შემდეგ იმ ექიმების მხრიდან, რომლებსაც სახელმწიფო სთხოვს დახმარებას, როცა ამის საჭიროება არსებობს და ყველაფერი კეთდება რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული ისევე, როგორც ნებისმიერი პატიმრის და თუკი ვინმეს უნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე ამ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ თვითონ სააკაშვილს, რომ დაუჯეროს ექიმებს და დაუჯეროს იმ მკურნალობის წეს, რომელიც მათგან მოდის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.