logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული მიმდევარია
- +

12 აგვისტო. 2016. 18:41



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, აშშ-ის კონგრესის მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარეს, სტივ შაბოს შეხვდა.


შეხვედრაზე ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა განიხილეს. 


მთავრობის მეთაური კონგრესმენს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.


კვირიკაშვილმა საქართველოსთვის „აბრეშუმის გზის" მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტების განხორცილებით, მთავრობა საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, მნიშვნელობას ზრდის.


მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული მიმდევარია და ამ მიმართულებით ქვეყანას უწყვეტი პროგრესი აქვს. 


თავის მხრივ, კონგრესმენმა შაბომ დააფიქსირა აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მისი თქმით, საქართველო გამორჩეული და სამაგალითოა მთელი რიგი მიმართულებების მხრივ.


ასევე კონგრესმენის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია. 


შეხვედრაზე ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩვენებიც განიხილეს.  


პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს პლურალისტულ წინასაარჩევნო გარემოს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.


გიორგი კვირიკაშვილმა და სტივ შაბომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.


კონგრესმენმა აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და პრემიერის სამომავლო გეგმები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner