ძალიან მძლავრი კორუფციული კავშირები სააკაშვილს, მის გუნდსა და უკრაინის მთავრობას შორის ჯერ იუშენკოს დროს შეიქმნა. ამიტომ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ძალიან კარგად იცოდა, სად გაქცეულიყვნენ და ვისთან 2012 წელს, არჩევნების წაგების შემდეგ, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამიტომაც არის, რომ გაუგონარი რაღაც მოხდა. ადამიანი, რომელიც იძებნებოდა საქართველოში, საქმეებია აღძრული მის წინააღმდეგ, მეგობარმა ქვეყანა უარს ამბობდა არა მარტო ექსტრადიციაზე, აჩარებდა ამ ადამიანს თავისთან, აძლევდა მაღალ თანამდებობას. მე როცა კანცელარიის უფროსი ვიყავი სააკაშვილის დროს, ვისმენდი კულუარებში, რომ ასობით მილიონი დოლარი კეთდება უკრაინასთან თანამშრომლობით - კორუფციული მილიონები, სამხედრო შესყიდვები. ასეთი ბმა შეიქმნა მაშინ, ამიტომ არაფერი მიკვირს“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.