logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: პოდოლიაკი პროკურატურას მხოლოდ იმის გამო დაუძვრა, რომ ომი დაიწყო
- +

6 მაისი. 2022. 00:27

 

 

პოდოლიაკი პროკურატურას დაუძვრა მხოლოდ იმის გამო, რომ ომი დაუწყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მოვუწოდებ ყველას, დაინტერესდნენ იმ სკანდალით, რომ ომის წინა დღეებში, 24 თებერვლამდე მიიღეს გადაწყვეტილება, ხელს ადებენ ერმაკსგაინაღმა დიდი ტერიტორია, რომლითაც დანაღმული იყო გადასასვლელი ყირიმიდან უკრაინაში. ამის გამო არის ხერსონის პრობლემა. როდესაც ბაიდენი აფრთხილებდა უკრაინას, რომ გადაწყვეტილია, იქნება შეტევა ყველა მხრიდან და ზელენსკი იქეთ საყვედურობდა, რომ ნუ მიფრთხობ ინვესტორებს, არაფერი იქნება და ამ დროს განაღმვა ხდება.

ახლა მხოლოდ უკრაინის ბედი არა, ბევრი რამ წყდება. მინდა ყველამ იცოდეს - უმაღლეს შეფასებას აძლევენ დასავლეთში უკრაინელ სამხედროებს, თავდადებას, გმირობას, მაგრამ არავინ არასდროს მაღალ შეფასებას არ აძლევს იმას, რომ ასეთი განცხადებები კეთდება“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ საქართველო უცნაურად უყურებს ომს უკრაინაში და არ იკავებს ისეთივე მკაფიო პოზიციას, როგორიც დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინას მტკიცებულებები დაზვერვის განაცხადთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით აწარმოებს, პოდოლიაკიგანმარტავს, რომ თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ კომპანიებთან დაკავშირებით, მათ სახელებს აუცილებლად გამოაქვეყნებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner