ნინო ლომჯარია სააკაშვილის გუნდის წევრია. რეალურად ასეა. იქნებ ეკა გიგაური უფრო ობიექტურიც კი ყოფილიყო ამ თანამდებობაზე, რომელიც მერაბიშვილის დროს პოლიციის ლეიტენანტი იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ლომჯარია არ არის ომბუდსმენი. ომბუდსმენი ვალდებულია იყოს ბოლომდე ობიექტური. მე ამას უცხოელებსაც ვეუბნები, ვისთანაც კონტაქტი მაქვს. ამას მთელი პასუხისმგებლობითა და სინანულით ვამბობ - ომბუდსმენი ძალიან სჭირდება ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა, საქართველოსაც“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.