logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სერგეი რუდენკომ თქვა, ერთადერთი საშუალება დაგვრჩა, რომ პირი ამოვუკეროთ დავით არახამიასო
- +

6 მაისი. 2022. 00:29

 

 

გამოვიდა სერგეი რუდენკო და თქვა, ერთადერთი საშუალება დაგვრჩა, რომ პირი ამოვუკეროთ დავით არახამიასო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ზაფხულში დავით არახამიამ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი რუსეთისთვის რომ არ გადაეცათ მთელ მსოფლიოს დააშანტაჟებდნენ.

„რაც შეეხება არახამიას, სიტყვები არ მყოფნის. ეს არის ადამიანი, რომელმაც შარშან ზაფხულში ამბობდა, ფატალური შეცდომა იყო, ჩვენ ამერიკას რომ დავუჯერეთ და რუსეთს ბირთვული იარაღი გადავეცითო. იქვე ამბობს, ეს იარაღი რომ გვქონოდა, ხომ დავაშანტაჟებდით მთელ მსოფლიოს და ფულს ჩვენ გადაგვიხდიდნენო. ამის შემდეგ რადას წევრები იძულებულები იყვნენ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ისინი არ არიან ჩრდილოეთ კორეა. ამის შემდეგ გამოვიდა სერგეი რუდენკო და თქვა, ერთადერთი საშუალება დაგვრჩა, რომ პირი ამოვუკეროთ დავით არახამიასო. ეს საჯაროდ ნათქვამი და დაწერილი სიტყვებია. ეს ყველაფერი არ იქნებოდა სერიოზული, ამის შემდეგ რომ იყოს რეაგირება, მაგრამ არახამია რჩება რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის უფროსად. ის აკონტროლებს 60 ხმას და ძალიან ხისტად. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქტიური ფიგურაა იქ.

არახამიას განცხადებები გახსოვთ?! მრცხვენია ქართველი რომ ვარო, საქართველო ამ პოზიციას რომ იჭერსო. რა პოზიციას?! ვინმემ დაასახელოს, საქართველომ რომელ საერთაშორისო ფორუმზე თუ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა და ძალიან პრინციპულად. ეკონომიკურ სანქციებზე ვსაუბრობთ? ადამიანი კლინიკური იდიოტი უნდა იყოს, რომ არ ესმოდეს - საქართველომ რუსეთს რომ სანქციები დაუწესოს, მასშტაბების ასიმეტრიის გამო, რუსეთი ამას საერთოდ ვერ იგრძნობს და ეს საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმაა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner