მანიპულაციებისა და ტყუილების უფრო და უფრო ისტერიკულ ფორმებს ვხედავთ და ასევე იმას, რომ ეს ნაცისტურ-ბოლშევიკური ძალა ყველაფრის გამოყენებას ცდილობს, რომ კვლავ ძალაუფლება მოიპოვოს და საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კარგად მახსოვს, ომი რომ დაიწყო რა განწყობებს თესავდნენ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] და მათი ტელევიზიები. აი, როგორც კორონა დაიწყო. ესეც ხომ ახალი ველი იყო მათთვის, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ეს ომიც ასეა - დათესეს მასობრივი ისტერიკა. 2012 წლიდან ჩვენ ვუყურებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ნებისმიერი პრობლემა გამოიყენოს აპოკალიფსური სურათის დასახატად და მერე ხალხი გამოიყვანონ, რომ ძალაუფლება მოიპოვონ“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.