საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. "საქართველო მინიატურებში"-საქართველოს კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.
მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 13 აგვისტოს, 17:30 საათზე და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მისამართი: შეკვეთილი, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორია.