მთელი გულით ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას, როგორც ფსიქოლოგიურს და ფსიქიკურს, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ არ მჯერა არცერთი სიტყვის. ეს არის ადამიანი მანიპულატორი, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ სჭირდება პატიმრის ციხიდან გამოყვანა, ისედაც ლმობიერი სასჯელისთვის თავის არიდება და უცხოეთში დასასვენებლად წაყვანა.
„არ მჯერა მისი, მოსყიდული ექიმების, „ნაციონალური მოძრაობის“. მათი არცერთი სიტყვის არ მჯერა. მეტიც, ამის არ სჯერა მის ერთ-ერთ ყოფილ თანამებრძოლსა და მის ოჯახს. გიგა ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ. რას ნიშნავს კვდება? რითი კვდება, რომ საჭმელს არ ჭამს? მისი ჯანმრთელობა არის მის ხელში.
მის ყოვლად უნიჭო და გაუაზრებელ ნაბიჯში, რომ ჩამოვიდა და ამას ჰეროიკულ ნაბიჯად სახავდნენ. რისთვის ჩამოვიდა? იმისთვის, რომ მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება. თქვენი დრო წავიდა. „ქართული ოცნების“ დამარცხება ვისაც უნდა, საერთოდ ახლოს არ უნდა გაეკარონ ვინც კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოდესმე ყოფილა.
თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, არსებობს კანონიერი გზები მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა. ხალხი გამოვიყვანოთ და კარლოვი-ვარში წავიყვანოთ, რომ იმკურნალოს და გისოსებს არ ხედავდეს და მჟავე წყლებს სვამდეს, ეს არის მანიპულაცია. ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ სჭირდება პატიმრის ციხიდან გამოყვანა, ისედაც ლმობიერი სასჯელისთვის თავის არიდება და უცხოეთში დასასვენებლად წაყვანა“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.