მერამდენედ ერევა კელი დეგნანი საქართველოს საშინაო საქმეებში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კარგი იქნებოდა ქალბატონ დეგნანს რეკომენდაცია გაეწია, რომ თეთრ სახლში არ დაეხვრიტათ 5 ადამიანი, რომელიც იქ საპროტესტო აქციით შევიდა. რის მაგალითს გვაძლევენ დეგნანი და მისი სახელმწიფო?! მე მინდა ვთხოვო, რომ ამოიღოს მისი სამსახურის შინაგანაწესი და კარგად შემოხაზოს ფარგლები, რა ფარგლებში აქვს უფლება იმოძრაოს, ისაუბროს და ჭკუა დაარიგოს ვინმეს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.