logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე: ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის
- +

6 მაისი. 2022. 01:22

 

 

ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის. ახლა იერუსალიმში ვიყავი და ცოცხლებშიც და მიცვალებულებშიც მოვიხსენიე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ„იმედი LIVE“-ში თავის ძმაზე, ბახვა ჩიქობავაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა.

„ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით, რა ვითარებაში გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა თქვა, რომ ბრძოლაში დაიღუპაო. ის გადაეფარა ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ოღონდ ეს მეგობარიც ყვებოდა სხვა ჯარისკაცის მონაყოლს. ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც კონტაქტებზე გავედით. ჩვენ გვქონდა კონტაქტი უკრაინის გენშტაბთან. მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, რომ გამეგო ზუსტი თარიღი და ადგილი, სად გარდაიცვალა ჩემი ძმა. იქ მითხრეს საერთოდ სხვა რამ, რომ ის დაიღუპა გმირულად, გადადიოდა შტურმზე და ამ დროს აფეთქდა ნაღმზე“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner