logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება
- +

6 მაისი. 2022. 10:00

 

 

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრის სახლის პრესსპიკერი იქნება ფერადკანიანი და ლგბტქ თემის წარმომადგენელი.

 

კარინ ჟან-პიერი 44 წლისაა. ის მანამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილედ მუშაობდა. ის კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზეა დაბადებული. კარინ ჟან-პიერი ​ ობამას ადმინისტრაციის წევრიც იყო. თეთრ სახლში მისვლამდე ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოფისს ხელმძღვანელობდა.

 

კარინ ჟან-პიერი შეცვლის 43 წლის ჯენ ფსაკის, რომელიც მედიის ცნობით, ტელეკომპანია „ემესენბისზე“ გადადის სამუშაოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner