logo_geo
eng_logo
სვიმონ ჯანგულაშვილი: ვუერთდები შეკითხვებს, რომელიც გია გაჩეჩილაძემ დასვა, არის საკითხები, სადაც ორაზროვანი და ამორფული გამოთქმები არ შეიძლება
- +

6 მაისი. 2022. 11:13

 

 

„ვუერთდები შეკითხვებს, რომელიც გია გაჩეჩილაძემ დასვა. არის საკითხები, სადაც ორაზროვანი და ამორფული გამოთქმები არ შეიძლება.  განცხადება, რომ საახალხო დამცველს პატივს სცემ და მას უნდა მოვუსმინოთ, კი, უნდა მოვუსმინოთ, თუ ის თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიუკერძოებლად მოქმედებს“, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა „ტვ იმედის“ თოქშოუში „იმედი LIVE”, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას განცხადებები მიკერძოებული და არაობიექტურია, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არის მანიპულაციების ერთ-ერთი მონაწილე.

 

„როდესაც აშშ-მა აღიარა ბოლო არჩევნები, „ქართული ოცნების“ გამარჯვება და ოპოზიციის მცდელობებს თავის სახელი უწოდა, მახსოვს ნიკა გვარამიას ისტერიკამდე მისული ლანძღვა-გინება ამ ქალბატონის. ახლა ჩვენ არ მოგვწონს და ვსაყვედურობთ ძალიან. ასეა, როდესაც აშშ-ს ამხელა გავლენა აქვს და პრაქტიკულად წყვეტს მთელი მსოფლიოს და ჩვენს ბედს, ჩვენ ყველა გამძაფრებულად აღვიქვამთ მათ სიტყვებს.

მეც ვუერთდები იმ შეკითხვებს, რომელიც გია გაჩეჩილაძემ დასვა. არის საკითხები, სადაც ორაზროვანი და ამორფული გამოთქმები არ შეიძლება.  განცხადება, რომ სახალხო დამცველს პატივს სცემ და მას უნდა მოვუსმინოთ, კი, უნდა მოვუსმინოთ, თუ ის თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიუკერძოებლად მოქმედებს.

 

ნინო ლომჯარიას განცხადებები მიკერძოებული და არაობიექტურია. მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები. სახალხო დამცველის მიერ მიყვანილი ექიმებიდან ისინი ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცას ამბობენ, ზოგი ამბობს, რომ უცხოეთში უნდა წავიყვანოთ, ზოგი ამბობს, რომ უცხოეთში გაყვანას ვერ გაუძლებს, ზოგი ამბობს, რომ კვდება, ეს არის მანიპულაციები და სამწუხაროდ სახალხო დამცველი არის ამ მანიპულაციების ერთერთი აქტორი, მონაწილე.

 

ერთსაც ვიტყვი - ეს მასობრივი ისტერიკა, რაზეც მე ვლაპარაკობ, მე არ მითქვამს ეს დამცირების მიზნით. როდესაც იყო ეროვნული მოძრაობა, ქართველები ემოციური ხალხი ვართ და როდესაც მასა ერთად მოქმედებს და ერთი მიზანი აქვს, მას აქვს თავისი ფსიქოლოგია, კოლექტიური არაცნობიერის ამოფრქვევა და ბორგვა ხდება მაშინ. შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზნით გაერთიანებულ მასასაც დაემართოს ეს. ეს მოხდა ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ რაღაც ნაწილში. ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებას. ნებისმიერ მიზეზზე პოლიტიკოსებს შეუძლიათ ჩვენით მანიპულირება, ბალანსია საჭირო, გონებასა და გულს შორის“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner