logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი „ტვ ფორმულზე“ არსებულ ცენზურაზე საუბრობს
- +

6 მაისი. 2022. 12:04

 

 

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულაში“ არსებულ ცენზურაზე საუბრობს და წერს, რომ არხზე მისი პოზიციის გამო დაბლოკილია.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ალბათ საზოგადოება ხვდება, ამ ტელევიზიად წოდებულ კანტორაზე რასაც ფიქრობს და რა ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

 

„ფორმულას“ ერთ-ერთი გადაცემიდან დამირეკეს, სტუმრად დამპატიჟეს. მეთქი, მე კი მოვიცლი, მაგრამ თქვენ მანდ გადაამოწმეთ კარგად - ჩემი პოზიციის გამო თქვენი პატრონის მიმართ, მე მაგ არხზე დაბლოკილი ვარ და შარში არ გაგხვიო-მეთქი (მე რა ვიცი, ეგებ ახალი პროდუსერია და ტყუილად სამსახური რატომ დავაკარგინო). დამირეკა დაფეთებულმა - ჩუგოშვილს ვწერდი მეგონაო, ვიცინეთ და დავიშალეთ, მაგრამ ამ ტელევიზიად წოდებულ კანტორაზე რას ვფიქრობ და რა ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, ალბათ ხვდებით“, - წერს ჩერგოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner