logo_geo
eng_logo
სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 მაისი. 2022. 12:29

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირის ტერიტორიაზე,  ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  10 კილომეტრი სიგრძის  სხვადასხვა კატეგორიის  კოლექტორული   და შემკრები არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

 

დამშრობ მასივზე  სამუშაოები მაისის  ბოლოს  დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner