პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო კამპანიას აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით განაგრძობს.
13 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას ბათუმში წარუდგენს. კანდიდატების წარდგენა 20:00 საათზე, ევროპის (ყოფილი ერას) მოედანზე გაიმართება.