logo_geo
eng_logo
„რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” განცხადებას ავრცელებს
- +

6 მაისი. 2022. 15:58

 

 

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 5 კმ-იან,   მცხეთა-ძეგვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

„ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შექმნილი დისკომფორტის გამო. გზაზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების  გეგმის მიხედვით ჩატარებას ხელს უშლის ნალექიანი ამინდები. სამუშაოები გაორმაგებული ტემპით უახლოეს მომავალში, ამინდების გამოსვლისთანავე  განახლდება და გზის მშენებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შპს „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ5-კმ11.2 (მცხეთა-ძეგვი) მონაკვეთის და ხევზე მდებარე აივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner