logo_geo
eng_logo
დედის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
- +

12 აგვისტო. 2016. 19:42



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღოონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - 1933 წელს დაბადებულ ც.მ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner