რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს. მედვედევის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა, ეს ნაბიჯი იმ შემთხვევაში გადადგას, თუ „სიტუაციის შესაცვლელად სხვა მექანიზმები აღარ ექნება".
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, იცით რომ ისტორიაში ბევრი რამ მომხდარა. მინდა შეგახსენოთ, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აღმოჩნდა", -განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმიტ პუტინი მიიღებს.