logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რატომ ეწოდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს
- +

6 მაისი. 2022. 19:41

 

 

„რატომ ეწოდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს,“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ელისაბედ ბადაშვილის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ბადაშვილი ნიკა წულუკიძის მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ „ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს!“

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, ამგვარი კაცთმოძულეების დამსახურებით, სააკაშვილის ომის პარტია ყოველთვის იქნება მარგინალთა ველზე.

 

„რატომ ეწოდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს. არ აქვს მნიშვნელობა საჯარო თუ კერძო სექტორში მუშაობს, თუნდაც უმუშევარი იყოს. ამგვარი კაცთმოძულეების დამსახურებით, სააკაშვილის ომის პარტია ყოველთვის იქნება მარგინალთა ველზე,“ - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner