„აი, ეს ქალი უნდა მოაშორონ პარლამენტს და განათლების სისტემას საერთოდ! ვინ არის საერთოდ ეს ქალი! რა უნდა ასეთი ზნეობის ქალს პარლამენტში!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ელიზაბეტ ბადაშვილის ფეისბუკ სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც „უკრაინაში 220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება“.
მისი თქმით, ეს ქალი არის ნიმუში იმისა თუ, როგორი არ უნდა იყოს ქალი, როგორც ასეთი!
„აი, ეს ქალი უნდა მოაშორონ პარლამენტს და განათლების სისტემას საერთოდ! ვინ არის საერთოდ ეს ქალი! რა უნდა ასეთი ზნეობის ქალს პარლამენტში! შვილი, შვილიშვილი, ახლობელი არავინ არ ჰყავს! აი, ტიპური უსამშობლო ადამიანი! ბავშვის ტრაგედია და რუსეთუმეობა რა შუაშია?! უზნეო განცხადებისათვის მოაშორეთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს! მოაშორეთ! აი, ეს ქალი არის ტიპური ნეოტროცკისტი! აი, ეს ქალი არის ნიმუში იმისა თუ, როგორი არ უნდა იყოს ქალი, როგორც ასეთი!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.