2022 წლის 6 მაისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის.
იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში.
სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტუვები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრონლობის დიდი პოტენციალი.
სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყნას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით.