გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას შვიდ თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს.
თავის მხრივ, გერმანიის უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინელი სამხედროების წვრთნა შესაძლოა გერმანიაში მომავალ კვირას დაიწყოს.
ბერლინი ასევე მიაწვდის კიევს ჰაუბიცებისთვის საბრძოლო მასალის თავდაპირველ პაკეტს.