უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ნიშნები არ არის.
„დღეს სრულმასშტაბური ომის 72-ე დღეა და ომის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავთ. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ჩვენ ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა ამ ომში გამოიწვია. 24 თებერვლიდან არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მიწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვესაუბრა უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ხალხისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მალე მოიგოს ომი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყოს დანგრეული ქონების აღდგენა, კერძოდ, რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხებით.