logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ ჩემი სიძე “სროკზე” იყო, რუსთავში იჯდა და ოჯახში უწყების მისვლისას, კაი სამი წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი
- +

6 მაისი. 2022. 23:48

 

 

ერთხელ, ოთხმოციანებში, ჩემი სიძის სახელზე, უწყება მივიდა: - „ორი დღის ვადაში გამოცხადდით ვაკის რაიონის მილიციაში!

წინააღმდეგ შემთხვევაში იძულების წესით მოგიყვანთო”!

 

საქმე ის გახლავთ, რომ მაშინ ჩემი სიძე “სროკზე” იყო, რუსთავში იჯდა და ოჯახში უწყების მისვლისას, კაი სამი წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი.

 

 

ეს ვითარება რომ ავუხსენი, ვაკის მილიციის უფროსს ჯერ სიცილის ისტერიკა დაემართა, მერე წამოხტა და საკუთარი კანცელარიის აფეთქებას აპირებდა!

 

 

ისევ მე ვემუდარე იქით და განზრახვაზე ძლივს ავაღებინე ხელი!

 

რადა, დონალდ ტუსკის (ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე) მიშასთვის წერილი და მოსაწვევი გამოუგზავნია - როტერდამში ჩამოდი და პარტიის ყრილობაზე შენი სიტყვით დაგვამშვენეო!(?!)

 

სად ვიპოვო ახლა ის მილიციის უფროსი, ჰა?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner